საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნულ მასშტაბურ წვრთნაში Sea Breeze 2021 მონაწილეობს
29-06-2021, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 ოდესაში ოფიციალურად გაიხსნა. საერთაშორისო წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.

 


სწავლება მასშტაბურია და უკრაინაში რამდენიმე რეგიონს მოიცავს. საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ჰერსონის რეგიონში საველე წვრთნებშია ჩართული. სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მონაწილეობს. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი, ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბშია წარმოდგენილი.

 


SEA BREEZE 2021-ში ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ორი სადარაჯო ხომალდითაა ჩართული. ხომალდების - „დიოსკურიასა" და „ოჩამჩირეს" ეკიპაჟების გარდა მრავალეროვნულ წვრთნებში სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებიც მონაწილეობენ. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოფიცრები ოდესაში საზღვაო შტაბშიც არიან წარმოდგენილი.

 


აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწას, ასევე საზღვაო უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაძლიერებას რეგიონში. წლევანდელი სწავლება ყველაზე მასშტაბურია. სწავლების თეატრი უკრაინის სხვადასხვა რეგიონშია გაშლილი და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000 წარმომადგენელი მონაწილეობს.

 


საერთაშორისო წვრთნებში ჩართულია 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი.

 


SEA BREEZE შავ ზღვაში 1997 წლიდან იმართება. საერთაშორისო წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2001 წლიდან მონაწილეობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი