ბიძინა ივანიშვილს სომხური ეკლესიის უმაღლესი სასულიერო ჯილდო გადაეცა სომხური ეკლესიის აღდგენა-რესტავრაციაში განსაკუთრებული წვლილისთვის, ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ბიძინა ივანიშვილს სომხური ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გრიგოლ განმანათლებლის მედალი გადასცა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორქის საკათედრო ტაძრის ხელახალი კურთხევისა და გახსნის ცერემონია თბილისში დღეს გაიმართა და მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე საქართველოში ვიზიტად მყოფი სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი დაესწრნენ.
"სომხური ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა. ის საოცრად ლამაზია. ამაში მეც მივიღე მონაწილეობა და ძალიან ამაყი ვარ. ამდენი საუკუნეა ჩვენ მეზობლად ვცხოვრობთ და ძალიან ცოტა წყენა შეიძლება გავიხსენოთ. კამათი, რაც ორ ერს შორის გრძელდება შეიძლება ითქვას არის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური. ჩვენ ვკამათობთ რომელი კულტურის ძეგლი ვის ეკუთვნის. თუ ისტორიას ვუყურებთ, სახელმწიფოებს შორის მეგობრობა ძალიან რთულია. ჩვენ მრავალი საუკუნის განმავლობაში ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი გაგვიკეთებია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სომხური ეკლესიის რესტავრაცია სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი "ქართუ ჯგუფია".
"ქართუ ჯგუფი" ძეგლების აღდგენას 2003 წლიდან აწარმოებს. მათი ინფორმაციით, სულ აღდგენილია 650 ძეგლი,დახარჯული ჯამური თანხა კი, ამ პერიოდის განმავლობაში 34 მილიონ ლარს აღემატება.
ამასთან, "ქართუ ჯგუფის" მიერ წელს ხორციელდება 61 ძეგლის აღდგენა.
გარდა ქართული ეკლესიებისა "ქართუ ჯგუფს" გაკეთებული აქვს, ებრაული და სომხური საკულტო ნაგებობები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.