„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ბიზნესმენ თემურ ჭყონიასთან მოლაპარაკება ჰქონდა, თუმცა მისგან „დადებითი“ პასუხი არ მიუღია. ამის შესახებ ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თემურ ჭყონია იქნება ძალიან კარგი კანდიდატი, უპარტიო. ვფიქრობ, კარგია, რაც მეტი საქმიანი ხალხი მოვა, რომელსაც არ აქვს არანაირი პარტიული მიკერძოება და არის თავისუფალი, სულ კრიტიკას გამოთქვამს და არის ამხელა ორი უზარმაზარი ამერიკული კორპორაციის წარმატებული ადამიანი, რომელმაც ტრანსფორმირება გააკეთა. თემურს ქართული ბიზნესის ლოკომოტივად მივიჩნევ.
ვისურვებდი, ასეთი მერი ჰყავდეს ქალაქს. მქონდა საუბარი. ვერ დაგიდასტურებთ, რომ მისგან დადებითი პასუხი მივიღე“, - განაცხადა ხაზარაძემ და დაამატა, რომ დედაქალაქის მერობის ისეთ კანდიდატს წამოაყენებენ, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ქართული ოცნების“ კანდიდატს.
„კალაძეს პიროვნულად არაფერს არ ვერჩი. არაჩვეულებრივი სპორტსმენია. ვიღაცებისგან განსხვავებით, არ მეშინია, ადამიანის ღირსებებზე ვისაუბრო. კარგი სპორტსმენია, კარგი ადამიანი, კარგი მეოჯახე და რაღაც-რაღაცები კარგად გააკეთა; თუმცა ბევრი რაღაც ის არ გააკეთა, რაც, ჩემი აზრით, გასაკეთებელი იყო.
პრობლემა რა არის, კახი კალაძე რომ კახი კალაძე იყოს მარტო, შეიძლება, მე თვითონ დამეჭირა მხარი, მაგრამ ის არის „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, რომლის პარტიამაც ეს ქვეყანა დაშალა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.