თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა
30-06-2021, 11:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და თქვა, რომ რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა - შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

 

 

„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.

 

 

იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.

 

 

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.

 

 

თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება.

 

 

ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო.

 

 

ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული.

 

 

მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით.

 

 

განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.

 

 

დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს.

 

 

წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!

 

 

p.s. მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას“, – წერს თამარ ჟვანია.

 

 

პარლამენტის მიერ ახლახან დამტკიცებული „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარეს, პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი ხმების ორი მესამედით ირჩევს.

 


კანონმდებლობის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარე თუ არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა ხუთი წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − ექვსი თვე.

 


კანონის თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს არანაკლებ ხუთი წლის შრომითი გამოცდილება.

 


კანონით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან შვიდი დღის ვადაში წარედგინება ცესკო-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი