საგარეჯოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ხიდაშელი "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატს ირმა ინაშვილს მოუწოდებს, აღკვეთოს "მისი ნასვამი მხარდამჭერების თარეში საარჩევნო უბნებზე".
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თამარ ხიდაშელმა განაცხადა, ინაშვილის მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებზე პროვოკაციებს აწყობენ. მან აღნიშნა, რომ საგარეჯოს # 9, 20, 39, 42 და მე-3 უბანზე პროვოკაციები დაფიქსირდა.
"ამ ინციდენტებში მთავარი მოქმედი პირი არის ვინმე თორნიკე გასვიანი, რომელიც გადაადგილდება "მერსედესის" ჯიპის ავტომობილით ნომრით ZRZ 225",- განაცხადა თამარ ხიდაშელმა და ბრიფინგზე "პალიტრა ტვ"-ს მიერ კადრში დაფიქსირებული პირი წარადგინა, რომელიც სწორედ აღნიშნული ავტომობილით გადაადგილდება და ხიდაშელის მხარდამჭერების მისამართით იგინება.
თამარ ხიდაშელის ინფორმაციით, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა მიხეილ ცილიკაშვილი, რომელიც ინაშვილის შტაბის წარმომადგენელია და მას გააჩნდა იარაღი. ხიდაშელის თქმით, შესაძლოა, მას იარაღის ტარების უფლება ჰქონდეს, თუმცა იარაღით ყოფნა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ უწყობს ხელს არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებას.
ჩამოთვლილი უბნების გარდა, როგორც თამარ ხიდაშელმა აღნიშნა, ხმის მიცემის პროცესი ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეობს და მას აქვს ინფორმაცია, რომ უპირატესობა სწორედ საგარეჯოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს გააჩნია.
მან კომენტარი გააკეთა ირმა ინაშვილის შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით გარკვეულ უბნებზე მოსყიდვა მიმდინარეობს.
თამარ ხიდაშელი განმარტავს, რომ მისი სახელით მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, ინაშვილის შტაბს კი, კონკრეტული სახელების და გვარების დასახელებისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ინაშვილის შტაბის კიდევ ერთ განცხადებას, რომლის მიხედვით საარჩევნო უბნებზე "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდასაჭერად სოფლების გამგებლები და რწმუნებულები არიან მობილიზებული, თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ არც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
"ჩემი შტაბის მხრიდან მათი მობილიზება არ ხდება", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.
მან ასევე სამართალდამცველებს მოუწოდა ბრიფინგზე გამოთქმული ფაქტების შესახებ მოკვლევა დაიწყონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.