თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, თავდაცვის უწყებაში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა.
„ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროექტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გადაეცა უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც თავდაცვის უწყების ინტერნეტკომუნიცაციების სტაბილურობას, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული სისტემები შეამცირებს კიბერინციდენტებს და თავდაცვის სამინისტროს კიბერსივრცეს უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის.
პროექტი საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აპარატურის გადაცემის ღონისძიების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.