ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რეგულაცია იმ მშენებლობებს შეეხება, რომლებზეც ნებართვა 2022 წლიდან გაიცემა
30-06-2021, 14:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                 GUARDIAN.GE-ის ფოტო: თბილისი, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა    

 

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ექსპლუატაციაში შესვლასთან დაკავშირებული რეგულაცია იმ მშენებლობებს შეეხება, რომლებზეც სამშენებლო ნებართვა 2022 წლიდან გაიცემა.

 

 

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამშენებლო ამნისტიის კანონპროექტი ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად მომზადდა.

 


„სამშენებლო სექტორთან კომუნიკაცია კანონპროექტის მომზადების ეტაპზევე გვქონდა. ეს პუნქტი მათთან დეტალურად გავიარეთ. ყველა ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ ეს რეგულაცია სწორია. ის, რომ დღეს, ხალხი ექსპლუატაციაში მიუღებელ საცხოვრებელ სახლებშია შესახლებული, სწორედ ამ რეგულაციის არარსებობის ბრალია. ყველა ერთხმად შევთანხმდით, რომ ეს საჭიროა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის მხრიდან იყო ორი თხოვნა: თუ შეიძლებოდა, რომ ამ მუხლის ამოქმედების ვადა ყოფილიყო ცოტა უფრო შორს. შევთანხმდით, რომ ეს წესი გავრცელდება იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2022 წლის 1 იანვრიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მათთან კომუნიკაციის გზით მოხდა ამის რეგლამენტირება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 


მისივე თქმით, ბიზნესის მეორე თხოვნას შეეხებოდა ექსპლუატაციის ვადებს და სამშენებლო სექტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ ადმინისტრაციული ვადები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

 


„ჩვენ ამ პირობას, რომელიც ბიზნესს მივეცით, აუცილებლად შევასრულებთ, მით უმეტეს, რომ ჩვენც გვაქვს დრო, რომ რესურსი გავზარდოთ, ოპტიმიზაცია გავუკეთოთ პროცესს. ეს არის ჩვენიმუდმივი სამუშაო რეჟიმი ყველა სამსახურის მიმართულებით. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ადმინისტრაციული პროცედურები. შესაბამისად, ეს ორივე თხოვნა, რაც წამოყენებული იყო ბიზნესის მხრიდან, გათვალისწინებულია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი