თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კურსის მეათე გამოშვების ცერემონია გაიმართა
30-06-2021, 16:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

 


სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეათე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებული ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და მსმენელებს სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვეს. მათ სტრატეგიულ პარტნიორებს, განსაკუთრებით ამერიკელ ინსტრუქტორებს, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ყოველწლიურ განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.

 


ღონისძიება კურსდამთავრებულებისათვის დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით გაგრძელდა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი იოსებ ლორთქიფანიძე თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით - „GLOCK”-ი ტიპის პისტოლეტით დააჯილდოვა.

 


წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა დაასრულა წარმატებით. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიას, თავდაცვის მენეჯმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო პროგრამა ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა.

 


2020-2021 წლებში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად, აშშ-ის სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართული იყო თავდაცვის ძალების უფროსი ოფიცრების კვალიფიკაციის ასამაღლებელ არასაგანმანათლებლო სხვადასხვა სასწავლო პროგრამის, „შტაბის ოფიცრის განვითარების სასწავლო პროგრამა“ და „უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა“ განხორციელებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი