ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
30-06-2021, 22:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა. თავდაცვის მინისტრმა ალიანსის წევრებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებთან ერთად თავდაცვის რეფორმირების პროცესი გააცნო, რომელიც ნატო-სთან თავსებადი, მაღალი მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანი ძალების ჩამოყალიბებას ემსახურება.

 

 

სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის სრული სპექტრი მიმოიხილა. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სახით ნატო-ს პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მზადებას ემსახურება. მინისტრმა ნატო-ს მხარეს, მოკავშირე ქვეყნებსა და პარტნიორებს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩემს ქვეყანასა და შავი ზღვის რეგიონში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების უფრო აქტიური ჩართულობით მიიღწევა“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მიესალმა ნატოს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეს, რომელშიც ხაზგასმულია ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ და საუბარია ნატო-საქართველოს ურთიერთობებში მესამე მხარის ჩაურევლობის შესახებ.

 


ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის ოპერაციული პარტნიორი და მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი