ირმა ინაშვილის განცხადებით, არც ერთ მის მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის დასაცავად კი პატარძეული-საგარეჯოს გზაზე სამხედრო პოლიცია მოძრაობს.
ეს განცხადება ინაშვილმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თამარ ხიდაშელის საპასუხოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ასევე, ინაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის საარჩევნო პროცესში ჩართულობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ პროცესში ჩართულია კახეთის სატყეო დეპარტამენტიც, რომლის თანამშრომლებიც თამარ ხიდაშელის სასარგებლოდ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენენ.
"მინისტრის მონაწილეობა არჩევნებში ნიშნავს, რომ მთლიანად კახეთის სატყეო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი მობილიზებულია ერთი კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად", - განაცხადა ინაშვილმა.
რაც შეეხება ინაშვილის მხარდამჭერის, თორნიკე გასვიანის გინებას თამარ ხიდაშელის მისამართით, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა აღნიშნა, რომ გინება დიდი პრობლემა არ არის.
"მეც მაგინებენ სხვადასვხა უბნებზე, ეს არის ემოციიდან გამომდინარე, რადგან საგარეჯოში დაძაბული არჩევნები მიდის. გინება არ არის დიდი პრობლემა, თუმცა ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვეპყროთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არც ერთ ჩემს მხარდამჭერს იარაღი არ აქვს, ჩემი მოწინააღმდეგის დასაცავად კი, საგარეჯოს გზაზე მოძრაობს სამხედრო პოლიციის კოლონა. რა კავშირი აქვს არჩევნებთან სამხედრო პოლიციას, იქნებ თინა ხიდაშელს კითხოთ", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის ნორმალური აქტივობა ფიქსირდება და ამ დროისათვის, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, წინასწარი შედეგები ოპტიმისტურია.
"იმედი მაქვს, დარჩენილ ორ საათში მიხვდება ეს ხელისუფლება, რომ სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩართვას არჩევნებში შეწყვეტს. მიეცით საგარეჯოელებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.