აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის გარდაცვალების გამო დავით ზალკალიანი მწუხარებას გამოთქვამს
01-07-2021, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის გარდაცვალებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეხმაურება და რამსფელდის ოჯახს სოციალური ქსელის საშუალებით უსამძიმრებს.

 

 

"ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დონალდ რამსფელდის ოჯახს და მეგობრებს. ის იყო საქართველოს კარგი მეგობარი. ჩვენ მადლიერნი ვართ მისი, აშშ-საქართველოს თავდაცვის პარტნიორობაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით მტკიცე მხარდაჭერისთვის," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

 

 

დონალდ რამსფელდს, რომელიც 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, თავდაცვის მდივნის პოსტი ორჯერ, აშშ-ის ორი პრეზიდენტის - ჯერალდ ფორდისა და ჯორჯ დაბლიუ ბუშის პრეზიდენტობისას ეკავა. იგი აშშ-ის თავდაცვის მდივანი იყო ავღანეთისა და ერაყის ომების დროს. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი