წარმოუდგენლად მიუღებელი ფაქტი მოხდა. ეს უნდა იყოს აღკვეთილი და ყველა ადამიანის უფლება ბოლომდე დაცული, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ კომენტირებისას.
„ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლა და მსგავსი ძალადობა არ უნდა მოხდეს. ყველა იმ ქმედებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს, რომელიც მიმართულია განსაკუთრებით ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, დაძაბული, პოლარიზებული სიტუაციაა და ყველას მართებს სიფრთხილე. განსაკუთრებით, როცა თანამდებობის პირი ხარ, მაგალითი უნდა იყო ჟურნალისტთან როგორ უნდა იურთიერთო და ამით არ დაუშვა ნებისმიერი სახის ძალადობა“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.
შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორს შეურაცხყოფა მიაყენა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ შეუშალა ხელი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.