„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“ ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს მოაწერეს ხელი
01-07-2021, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო ფრაქციებმა „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა“, ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ინტერფრაქციულ საპარლამენტო მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

 

 

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მემორანდუმი ასევე ეხება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. მისი თქმით, მემორანდუმზე ხელმომწერები უკრაინულ მხარესთან გამართავენ მოლაპარაკებებს ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რათა საქართველოს და უკრაინის ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდეს.

 

 

„ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ როდესაც ერთ ადგილზეა გაყინული ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების, საქართველოს მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა არჩევანს, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა ნატო-ს მიმართულებით მაქსიმალური ფორსირება გავუკეთოთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

 

ფრაქციის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ეს შეთანხმება, დეკლარაციებისგან განსხვავებით, რეალურ შედეგს გამოიღებს, რაც დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

 

 

„ჩვენი მიზანია, ასევე უკრაინელ პარტნიორებთან ერთად გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყნებმა, რომლებსაც ერთი და იგივე გამოწვევები აქვთ, მოახერხონ, რომ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნების გაწევრება ევროატლანტიკურ სტურქტურებში და, ამ მხრივ, ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება უკრაინელ კოლეგებთან მხოლოდ შეუწყობს ხელს ამ პროცესს“, - განცადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

 

მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები აცხადებენ, რომ პროცესი ღია და გახსნილი იქნება ყველასთვის, მოიწვევენ ქართველ და უკრაინელ დეპუტატებს, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

 

 

ფრაქციები მემორანდუმის მიზნების და ამოცანების შესასრულებლად ფართომასშტაბიან ღონისძიებებს გეგმავენ, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ასევე განახორციელებენ საპარლამენტო ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნატო-ს სტანდარტების შესრულება ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან თავსებადობის დონის ასამაღლებლად.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი