თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს
01-07-2021, 15:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ძალების დაზვერვის ქვედანაყოფებმა შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გენერალური შტაბის J2 დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებით, „ისარი 2021“-ის ფარგლებში საჩვენებელი წვრთნები ჩაატარეს. თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან ერთად სწავლებაში შსს-ს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის 40-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

 


„ისარი 2021“ - ის სწავლებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ.

 


აღნიშნული სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საჩვენებელ სწავლებაზე სამხედროებმა ჩასაფრების, რეიდისა და შენობის წმენდის ოპერაციები ჩაატარეს. სწავლება ექვსი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებით იყო დატვირთული. საველე პირობებში სწავლების განმავლობაში სამხედროებმა წყალსაცავზე წყლის დაბრკოლების გადალახვის, შტაბის მართვის პუნქტის გაშლის და ამოქმედების, ტაქტიკური სამედიცინო მომზადებისა და თვითგადარჩენის უნარების დახვეწა შეძლეს.

 


სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის მართვის პროცედურების და საბრძოლო ბრძანებების შემუშავებასა და გაცემაში უნარ-ჩვევების დახვეწას, გეოსივრცითი დაზვერვის მასალების გამოყენებას, რეკოგნოსცირების ოპერაციების დაგეგმვას და ამოცანით მართვის პრინციპების გათვალისწინებით, მოულოდნელად წამოჭრილი ამოცანების დამოუკიდებლად შესრულებას.

 


საჩვენებელი სწავლების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს სიგელები გადასცეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი