სოციალური ქსელის მომხმარებელი ლაშა შუბითიძე სოციალურ ქსელში სამხედრო პოლიციელების მიერ ჩადენილ სამოქალაქო გმირობას ეხმიანება და ჯარისკაცებს მადლობას უხდის. მოქალაქე მიიჩნევს, რომ ჯარისკაცები გმირობას, მხოლოდბრძოლის ველზე არ ჩადიან. ის მიმართავს თავდაცვის სამინისტროს იამაყოს ამ ღირსეული ჯარისკაცებით.
„ქართველმა ჯარისკაცებმა ჩემი საფულე იპოვეს და დამიბრუნეს, თანხა 1200$ დოლარი და საბუთები ადგილზეა. ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი და საქმენი საგმირონი მე მგონი მარტო ბრძოლის ველზე არ კეთდება, ჩემი გადმოსახედიდან ამ ბიჭების ქმედება გმირობასთან გაიგივებულია, მეც სამი ვაჟკაცის მამა ვარ და ჩემი შვილებისთვის ეს სიკეთის კეთების მაგალითად უნდა იქცეს. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას გადავუხდი ქართველ ჯარისკაცებს და ჩემი აზრით, ბიჭების ეს საქციელი თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა დაუფასოს, რადგან ასეთი ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ პლანეტაზეც ერთეულები არიან და თავდაცვის სამინისტრომ უნდა იამაყოს ამ ჯარისკაცებით, რომლებმაც ასეთი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, ვფიქრობ ეს ყველასთვის უნდა იყოს მაგალითი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.