გოგი წულაია: მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის
01-07-2021, 18:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასდროს ჩადენილს არ ვნანობ. თავს ვგრძნობ დამნაშავედ უფალთან და ჩემს მეუღლესთან, ამის გამო ორჯერ წავიკითხე სახარება, ზოგიერთ მამაოს არ ექნება წაკითხული ორჯერ, – ამის შესახებ გოგი წულაიამ ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

 

 

მან თქვა, რომ პოლიტიკური პატიმარი იყო და ბერა ივანიშვილის გინებისთვის დაიჭირეს.

 

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარდაჭერას მიცხადებდა ამ რთულ დღეებში, მინდა მადლობა ვუთხრა იმ მოსამართლეს, ვინც ეს გირაო გამოიტანა. ეს არის განცდა იმისა, რომ ამ სასამართლოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც მონები არ არიან და იღებენ თავისუფალ გადაწყვეტილებას. მე ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, დამიჭირეს ბერას გინებისთვის და ჩემთვის იყო ტრაგიკული, როდესაც ეს თემა წამოიწია, პროკურატურამ განცხადებები გააკეთა, კაციშვილს არ ვუხსენებივარ. პოლიტიკაში დავრჩები, ვიქნები აქტიური და ვიბრძოლებ ბოლომდე. ამ წუთას არანაირი პრობლემა არ მაქვს, ალბათ, 25 კილო დავიკელი. 14 დღე ვიშიმშილე, მერე გავწყვიტე, შემდეგ ვიშიმშილე შვიდი დღე და მერე წავიკითხე ნაპოლეონი, სადაც წერს ჩემი დაცემის დროს ბედისწერა მეუბნებოდა მოკვდიო, მაგრამ ღირსება მეუბნებოდა, იცოცხლეო, გადავწყვიტე მეცოცხლა.

 


ცხოვრებაში საერთოდ არ ვარ მოძალადე, ნამდვილად არ მიძალადია. არავითარი მეგობრობა მასთან არ მაკავშირებს, ეგეც პროკურატურის მოფიქრებული თემაა. ვიცნობდი არასამთავრობოდან, რა ვიცოდი, „ნაციონალებს“ აგენტი თუ ჰყავდათ, რას წამოვიყვანდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ქალი არის უშიშროების თანამშრომელი, მეტი რა გითხრათ, ასმათის სახელობის კორპუსია, სამი პატიმარი კი გავიგე, რომ არის და დროზე თუ არ გააჩერებენ, შეიძლება გაავსოს. არასდროს ჩადენილს არ ვნანობ. ყველაზე მეტ დამნაშავედ თავს ვგრძნობ ჩემს მეუღლესთან, თავს ვგრძნობ დამნაშავედ უფალთან და ჩემს მეუღლესთან, ამის გამო ორჯერ წავიკითხე სახარება, ზოგიერთ მამაოს არ ექნება წაკითხული ორჯერ“, - განაცხადა წულაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი