"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი, თარხან გასვიანი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, პოლიციელების თვალწინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ
31-10-2015, 11:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი წარმომადგენელი, თარხან გასვიანი აცხადებს, რომ იორმუღანლოს 42-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, პოლიციელების თვალწინ, რამდენიმე პირი, მათ შორის, თამარ ხიდაშელის მეუღლე ფიზიკურად გაუსწორდა.

 


თარხან გასვიანს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივების ინფორმაციით, გასვიანი გიორგიწმინდის ნომერ მე-20 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტშიც მონაწილეობდა.

 


"42-ე უბანზე დაფიქსირდა დარღვევა. მივედით, უკან მოგვყვებოდა დაახლოებით, 5 ავტომობილი, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის "შკოდისა" და პოლიციის "პიკაპის" ტიპის ავტომობილები. უბანში შევედით, რათა გაგვრკვია, რა სახის პრობლემა იყო.

 

ავტომობილებიდან გადმოვიდა დაახლოებით, 25 კაცი, მათ შორის, სავარაუდოდ, რამდენიმე მოჭიდავე. აქვე იყო თამარ ხიდაშელის ქმარი, პოლიციელები და მათი მეგობრები. მოთათბირების შემდეგ, მუშტების ქნევითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით ჩვენსკენ წამოვიდნენ. ჩვენ 6 ვიყავით, 25 კაცს ვერ მოვერეოდით, მაგრამ რაც შეგვეძლო შესაბამისი პასუხი გავეცით.

 

დაახლოებით, 20 წუთის განმავლოვბაში გრძელდებოდა შეხლა-შემოხლა და ჩვენი ფიზიკური შეურაცხყოფა. ამ დროს გამოვიდნენ "ობიექტივის" თანამშრომლები, მათი დანახვისთანავე ჩასხდნენ მანქანებში და წავიდნენ. ჩვენ მოვასწარით მათი ავტომობილების ნომრების გადაღება.

 

ამის შემდეგ მოგვიახლოვდნენ პოლიციელები, რომლებიც შორიდან გვიყურებდნენ. მომიახლოვდა საგარეჯოს პოლიციიის უფროსი ლევან მაისურაძე და მეკითხება, რა მოხდაო. მე მას ვუთხარი, რომ ყველაფერს თავად ხედავდა და ის იყო სამართალდამრღვევი", - განაცხადა თარხან გასვიანმა.

 


მისივე თქმით, მთავარ პროკურატურაში იგი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას დღესვე შეიტანს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი