საქართველომ „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო
02-07-2021, 18:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ახალი დოზები შემოვიდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ავტორიზებული ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს. მილიონი დოზა არის უკვე ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, ორშაბათიდან უკვე დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ, უშუალოდ მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ჩინური ვაქცინების შემთხვევაში, აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და წარმატებით დავასრულეთ. დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით და ალბათ ერთ თვეში შემოვა, უახლოეს რამდენიმე კვირაში. ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკიც“. ჯამში ორი მილიონი გვაქვს შეკვეთილი“, – განაცხადა ღარიბაშილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი