საქართველოში დიდი წონის ზარები არ იცოდნენ; ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ზარი ვახტანგ მეექვსის დროს ჩამოისხა, 20 ფუთის ყოფილა
02-07-2021, 19:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში დიდი წონის ზარები არ იცოდნენ. ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ზარი ვახტანგ მეექვსის დროს ჩამოისხა, 20 ფუთის ყოფილა. ეს ზარი აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას გამქრალა. მას შემდეგ 1825 წელს ეგზარხოსმა იონმა რუსეთიდან გამოიწერა 120 ფუთიანი ზარი და სიონში დაკიდა. კიდევ ერთი მოზრდილი ზარი, წომით 60 ფუთის, ასევე რუსეთიდან მოქალაქე სარაჯიშვილმა გამოიწერა.

 

 

იმდროინდელი რუსეთ-საქართველოს გზის გათვალისწინებით ადვილი მისახვედრია თუ რა სიძნელეებთან იყო დაკავშირებული ასეთი მძიმე ტვირთების გადაზიდვა და ტრანსპორტირება. ამის გამო ეგზარხოს ისიდორეს დაებადა ზარის ტფილისში ჩამოსხმის აზრი, რისთვისაც მან სტავროპოლიდან მოიწვია ჩამომსხმელი საქმის ოსტატი ალექსეი ილინი. ამ იდეის განხორციელებას ბევრი სპილენძი ესაჭიროებოდა, ამიტომ მეფისნაცვალმა, გრაფმა ვორონცოვმა ხელმწიფე იმპერატორს ზარბაზნების გადადნობის ნებართვა გამოართვა, რომელთა დიდი ნაწილი ძველი და მტერზე ართმეული ქვემეხი იყო.

 

 

ამას გარდა, მიხეილ ჩოლოყაშვილმა - ყოფილი თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგის ყოფილმა უფროსმა და თავადმა მამუკა ორბელიანმა თითო ზარბაზანიც შესწირეს. ასე რომ, ეკლესიას მიერთვა 806 ფუთი და 10 ფუნტი სპილენძი. 1848 წლის ნოემბრის 10 რიცხვში, კუკიაზე, ვორონცოვის და მისი მეუღლის, ეგზარხოსის და სხვა მაღალი სამღვდელოების თუ სამოქალაქო პირთა თანდასწრებით დღის 2 საათისთვის გამდნარი სპილენძი ჩაასხეს ზარის ყალიბში, რისთვისაც ღუმელი სპეციალურად იქნა აშენებული. საქართველოში მანამდე არნახული, 650 ფუთიანი ზარი წარმატებით ჩამოისხა, რომელსაც გარეთა მხრიდან გამოსახული აქვს ღვთისმშობლის მიძინება და წმინდა ნინოს გამოსახულება. 1849 წლის აღდგომა დღეს ზარი აზიდეს სიონის სამრეკლოს მეორე იარუსზე. ზარისთვის განკუთვნილი 22 ფუთიანი ენის რუსეთიდან ჩამოტანის შემდეგ, ამაღლების დღესასწაულისთვის იგი 28 ფუტის სიმაღლეზე ჩამოკიდეს 1812 წელს აშენებულ სამრეკლოზე.

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი