ახალმა ზელანდიამ რაგბის მსოფლიო თასის ფინალურ შეხვედრაში ავსტრალიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და მსოფლიო თასს დაეუფლა. (34-17)


შეხვედრის პირველი ნახევარი ახალი ზელანდიელების უპირატესობით წარიმართა და ის მათი გამარჯვებით, 16:3 დასრულდა.

მე-2 ნახევრის პირველ წუთებიც ახალი ზელანდიელების უპირატესობით წარიმართა, 43-ე წუთზე ნონუმ ჩინებული ლელო დადო და ანგარიში 21: 3 გახდა. 52-ე წუთზე, მსაჯმა ახალ ზელანდიელ ბენ სმიტს ყვითელი ბარათი მისცა და მას მოედნის დატოვება მოუწია და მსაჯმა იგი მხოლოდ 65-ე წუთზე დააბრუნა სათამაშოდ. მალევე ავსტრალიელები დაწინაურდნენ. 53- ე წუთზე დევიდ ფოქოქმა ლელო დადო, ფოლიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და და ანგარიში 21- 10 გახდა.
64- წუთზე კი ავსტრალიელმა ქურიდრანიმ ლელო დადო, ფულიმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 21-17 გახდა. 69- ე წუთზე კი ახალ ზელანდიელმა კარტერმა 43- მეტრიდან ე.წ. "დროპ-გოლი" გაიტანა, რამაც მისი გუნდი 3 ქულით წინ წასწია და ანგარიში 24-17 გახდა.

74-ე წუთზე ავსტრალიელები დაჯარიმდნენ და 48 მეტრიდან დანიელ კარტერის ზუსტად შესრულებულმა საჯარიმო დარტყმამ ახალ ზელანდიელებს 10-ქულიანი უპირატესობა მოაპოვებინა, 78- ე წუთზე კი ბარეტის ჩინებულმა ლელომ მატჩის ბედი პრაქტიკულად საბოლოოდ გადაწყვიტა. ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიელები 34-17 დაამარცხა და მსოფლიო თასს დაეუფლა.


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.