სხვადასხვა უბნებიდან ოპტიმისტური მონაცემები გვაქვს, რაც გვახარებს, - ამის შესახებ საგარეჯოში "პატრიოტთა ალიანსის" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უბნები დახურულია და ხმის დათვლის პროცედურა მიმდინარეობს, შედეგებს კი "პატრიოტთა ალიანსის" შტაბში დაელოდება.
ამასთან, ინაშვილმა აღნიშნა, რომ მთელი დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" კანდიდატის, თამარ ხიდაშელის შტაბის წევრების მხრიდან "პატრიოტთა ალიანსის" შტაბის წევრებზე შემტევა ხორციელდებოდა.
"მთელი დღე მე და ჩემი შტაბი ვიგერიებთ "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" შემოტევებს. რამდენჯერმე მოვუწოდე ხელისუფლებას, დაიცვან კანონი და ამომრჩევლის დატერორებას თავი დაანებონ. გამგებლებისა და რწმუნებულების მხრიდან საარჩევნო უბნებზე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აგიტაცია და პროპაგანდა, საარჩევნო პროცესში ჩართული იყო გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, კახეთის სატყეო მეურნეობის სრულ შემადგენლობასთან ერთად. რომელ დატერორებაზე მელაპარაკება "რესპუბლიკური პარტია", რომელიც არჩევნებამდე ორი თვის განმავლობაში სხვადასხვა სოფლებში ჩემს მხარდამჭერებს ატერორებდა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ცესკო-ში საარჩევნო უბნებიდან პირველადი მონაცემები უკვე შედის. ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნების პირველადი შედეგები ღამის 12:00 საათზე გამოქვეყნდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.