საქართველოს პრლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინო უწოდა.
„მინდა, გამოვეხაურო გუშინდელ დღეს. არ ვიცი, რა დავარქვათ იმას, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო უბრალოდ სამარცხვინო, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება, ქმედებები, რომელსაც უბრალოდ არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით – მაგრამ. არანაირი მაგრამ. არ შეიძლება გამართლებული იქნას ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ყველას მხრიდან აუცილელბლად დასაგმობია.
ისტორიულად, ქვეყანას გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. ის, რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთ-ერთს დასდევს, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?“ – განაცხადა კუჭავამ.
მისი თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმები.
„ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ და არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხონ მათი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ რა კადრებიც ვიხილე, უბრალოდ შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან მკაცრად გაკრიტიკებული არ იყოს. მსგავს სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა, როგორც ვიცი, დაჭრილია და ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ასე ქუჩაში დასდევდნენ. მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები, ჟურნალისტები და რა ქნან, უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება? ეს ყოვლად მიუღებელია. აქ ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯი არის მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას და უნდა დაისაჯოს ყველა, სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით.
ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ალბათ ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ვიაზროვნე, რაც მოხდა არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ოფისების დარბევა, რა კადრებიც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება, რამენაირად გამართლებული იყოს.
კიდევ ერთხელ, აუცილებელია ამ საკითხებზე მკაცრი რეაგირება. ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები. ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, კადრებია, ყველაფერი გადაღებულია და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანინიერი რეაგირება. მეეჭვება, ამ დარბაზში, თუ საერთოდ, ვინმე წინააღმდეგი იქნება, ან სიტყვა მაგრამ-ს დაუმატებს ჩემს განცხადებას. ნადვილად მაქვს სურვილი, რომ პირველ რიგში მოსახლეობამ იხილოს, თუ როგორი იქნება გამჭვირვალე გამოძიება. ეს ვერც დაიმალება, კადრებია გადაღებული, არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა და ველოდებით შესაბამის რეაგირებებს, რაც მთავარია, მკაცრ რეაგირებებს ამ ქმედებებზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.