1 ივლისიდან, შეიცვალა ელ.ენერგიის მომწოდებელი კომპანია და „თელასის“ აბონენტებს, კომპანია „თელმიკო“ ემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად გახდა „თელმიკოს“ აბონენტი, თუმცა ცვლილების გამო, ივლისის თვეში, მომხმარებელთა ნაწილს 30 ივნისამდე დარიცხული დავალიანების „თელასის“ გადასახადის სახით დაერიცხებათ, ხოლო 1 ივლისის შემდეგ, უკვე ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ სახელით.
შესაბამისად, ივლისის თვეში, მომხმარებლების გარკვეულ რაოდენობას პარალელურად ორ კომპანიასთან მოუწევს ელ.ენერგიის გადასახადის გადახდა.
იმისთვის, რომ მომხმარებელმა გარდამავალ თვეში, დისკომფორტის და დამატებითი ხარჯის გარეშე შეძლოს ელ.ენერგიის საფასურის გადახდა, ლიბერთი ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 1 თვით, 2021 წლის 31 ივლისამდე ყველა არხში გააუქმოს ახალი პროვაიდერის „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო.
ელექტრო მომწოდებელი კომპანიის ცვლილება, მომხმარებლისთვის ლიბერთიმ გაამარტივა მომსახურების ყველა არხში:
• უმოკლეს დროში დაინერგა სიახლე სწრაფი გადახდის აპარატებში: PAY აპარატებში, უკვე ხელმისაწვდომია „გაერთიანებული კომუნალურების“ მენიუ, რომელშიც ავტომატურად გამოჩნდება „თელასის“, „თელმიკოს“, „GWP“-ის და „თბილსერვის ჯგუფის“ გადასახდელი სერვისები.
• ინტერნეტ და მობაილ ბანკში, ელ.ენერგიის ახალი პროვაიდერის დამატება არსებული აბონენტის ნომრით მარტივადაა შესაძლებელი. ფილიალებსა და სერვის ცენტრებშიგადახდისას კი გადამოწმდება ორივე სერვისის დავალიანება.
სოციალური ბარათის მფლობელებისთვის და უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საკომისიოს გარეშე იხდიდნენ „თელასის“ გადასახადს, „თელმიკოს“ გადახდის საკომისიო, დარჩება უფასო.
მომხმარებლები, რომლებიც „თელასის“ ელ.ენერგიაზე სარგებლობდნენ ავტომატური გადარიცხვის სერვისით, სერვის ცენტრში ან ინტერნეტ/მობაილ ბანკში მარტივად შეძლებენ „თელმიკოს“ ავტომატური გადარიცხვის დარეგისტრირებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.