ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრებს შეხვდა
06-07-2021, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრი ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

 


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე კოვიდპანდემიის უარყოფით გავლენაზე იმსჯელეს და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო მიმოიხილეს.

 

 

აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აღდგენის პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მაისში 25%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც წლევანდელი პროგნოზი შეცვალა და მთავრობის პროგნოზით, 2021 წელს ეკონომიკის ზრდა 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი იქნება.

 


ყურადღება გამახვილდა ათწლიანი განვითარების გეგმაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბიზნესის წარმომადგენლების, არასამთავრობო სექტორის, უცხოელი პარტნიორებისა და დონორების ჩართულობით მუშავდება. მთავრობის მეთაურმა საბანკო ასოციაციის წევრებს მიმართა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გრძელვადიანი ხედვის დოკუმენტის სრულყოფაში, რაც მასში საფინანსო სფეროს პრიორიტეტების მაქსიმალურად ასახვას შეუწყობს ხელს.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება.

 


საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან ეკონომიკის სტიმულირების ხედვებზე ისაუბრეს და საფინანსო სექტორისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.

 


შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი