უკრაინაში მიმდინარე მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2021 აქტიურ ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა ჯგუფი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში უკრაინელ, ამერიკელ, პოლონელ, ლატვიელ და კანადელ პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს.
წვრთნების ფარგლებში მყვინთავები სხვადასხვა ჯგუფად არიან გაყოფილი და შავ ზღვაში ისეთი ამოცანების შესრულება უწევთ, როგორიცაა დანაღმვა, განაღმვა, ფსკერის დაზვერვა, მიზნის აღმოჩენა წყალქვეშა სონარის გამოყენებით, ნავსაყუდელის შემოწმება და წყალქვეშ ძებნითი მეთოდები.
საქართველოს თავდაცვის ძალები საერთაშორისო წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებშია წარმოდგენილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასა და ნატოს წევრი და პარტნიორი 31 ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.