პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი და კაკო ბობოხიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
გიორგი ცაგარეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, "ნაციონალურ მოძრაობას" ბრალი არჩევნების გაყალბებაში დასდო და განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებს დემოკრატიულად ატარებს.
ცაგარეიშვილის შემდეგ სიტყვით კაკო ბობოხიძე გამოვიდა და განაცხადა:
"პირდაპირ ჩვენ თვალწინ სერიოზული პროცესი მიდის, გია ცაგარეიშვილი აშკარად კაცდება, ადრე თუ ცრემლები მოსდიოდა ასეთი საუბრის დროს, ახლა უკვე უცრემლოდ ლაპარაკობს".
დავით უსუფაშვილის მოთხოვნით ბობოხიძეს მიკროფონი გაუთიშეს, რის შემდეგაც მიკროფონების გარეშე დეპუტატებმა ერთმანეთთან კამათი განაგრძეს. უსუფაშვილმა მხარეებს წიწყნარისკენ მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ცაგერეიშვილს მოუწოდა დარბაზი დაეტოვებინა, ხოლო ბობოხიძეს კანონპროექტზე ესაუბრა:
"ცაგარეიშვილი კანონპროექტებზე ლაპარაკობდა წეღან? შე დუქნის ლომო, შენ,"- განაცხადა ბობოხიძემ, საპასუხოდ ცაგარეიშვილმა მას პლასტმასის ბოთლი ესროლა.
დავით უსუფაშვილის მოთხოვნით გიორგი ცაგარეიშვილს და აკაკი ბობოხიძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.