შალვა ნათელაშვილი: თუ უნდა ივანიშვილს სააკაშვილის სახელმწიფო გადატრიალების გამო პასუხისგებაში მიცემა, მან საქმე უნდა აღძრას 2003 წლის გადატრიალებაზე
31-10-2015, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შალვა ნათელაშვილის თქმით, სახელმწიფო გადატრიალების შესახებ აღძრული საქმე არგუმენტირებული არ არის. ის 315-ე მუხლით აღძრულ საქმეს შეკოწიწებული მოსმენებით აღძრულ საქმეს უწოდებს.

 

 

„წინა ხელისუფლება ჩემ წინააღმდეგ ცდილობდა ასეთი შეკოწიწებული მსომენებით აღეძრა საქმე სამშბოლოს ღალატით, გადატრიალებით, მასობრივი არეულობით და რით დამთავრდა ნახეთ, საქმე ვერ აღიძრა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

 


მისი თქმით, ყველა პოლიტიკურ პარტიაში ყოველდღიურად თუ არა, სისტემატიურად მიდის მსჯელობა როგორ მოეწყოს მიტინგი, როგორ აღიმართოს ბარიკადები საჭიროების შემთხვევაში და სროლის შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ.

 


„თუ უნდა ივანიშვილს სააკაშვილის სახელმწიფო გადატრიალების გამო პასუხისგებაში მიცემა, მან საქმე უნდა აღძრას 2003 წელს, როდესაც მისი ფინასნებით სააკაშვილმა მართლა მოახდინა გადატრიალება, შევარდა პარლამენტის შენობაში, გადააყენა 5 პარტიისგან შემდგარი მართლა დემოკრატიული პარლამენტი, სადაც არ ჰქონდა არავის უმრავლესობა და დაამყარა 9 წლიანი მმართველობა. აი იქიდან აღძრას საქმე. მაგრამ ვერ აღძრავს, რადგან თვითონ თანამონაწილეა. სადაც თანამონაწილეა, იმაზე დუმს, სადაც ნახავს მომგებიან სიტუაციას. თქვენამდე მოახერხა იმედში და გააუქმა მისთვის მიუღებელი ინგა გრიგოლიას გადაცემა და პირველ არხზე გააუქმა ეკა მიშველაძის გადაცემა“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

 


მისი თქმით, ქიბარ ხალვაშის მოსვლის შემდეგ რუსთავი 2 ლეიბორისტული პარტიით აღარ დაინტერესდება.

 

 

 

rustavi2.com

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი