ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება
07-07-2021, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ის საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე იჩენს.

 

 

„მივესალმები ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში. მე მინდა, პირველ რიგში, გამოვხატო მადლიერება ჩემი და ჩემი მთავრობის სახელით, კომისარს მადლობას ვუხდით ჩამობრძანებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის ძალიან მნიშვნელოვანი დემონსტრირება. ბატონი ოლივერი არის ჩვენი ქვეყნის გულწრფელი, ძლიერი მხარდამჭერი და გულშემატკივარი. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ყველა იმ ძალისხმევისათვის, რასაც ის იჩენს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის გზაზე. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მიმოვიხილეთ ფართო სპექტრი საკითხებსა, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის არსებობს. მოგეხსენებათ, რომ მთავარი დოკუმენტი, რომელიც არის განმსაზღვრელი ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის, არის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ 7 წლის წინ. ეს არის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, რამაც უკვე დაიწყო კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ხალხისთვის. მე აქვე მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო ერთი კონკრეტული ხელშესახები ფაქტი, რომელიც არის უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის.2017 წლამდე ჩვენი მოქალაქეები ევროპაში გადაადგილდებოდნენ ვიზის მეშვეობით და უკვე რამდენიმე წელია, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ევროკავშირმა ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, ჩვენს ხალხს. იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ვაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რაც იყო და არის მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ეს დიდებული შედეგი იქნე მიღწეული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი