ოლივერ ვარჰეი: ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფასეულობა და მნიშვნელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა
07-07-2021, 20:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თუ ერთი რამ ვისწავლე საქართველოს შესახებ და საქართველოში, თუ შეიძლება ასეთი რამ გამოიკვეთოს, არის ის, რომ ეს არის ერი, რომელმაც ათასობით წლის განმავლობაში იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. ეს არის ერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ფასეულობა და მნიშვნელობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისა და ჩვენ გვინდა, ქვეყანას დავეხმაროთ ამ მიღწევის შენარჩუნებაში და ეს რომ გახდეს მასშტაბური, ეს რეფორმები უკავშირდება სამართლის უზენაესობას. ეს არის ფუძემდებლური ჩვენი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ევროკავშირის სურვილია, ქვეყანაში ყველა დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა.

 

 

„ჩვენ განვიხილეთ პარლამენტის წევრებთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან და კიდევ უფრო მეტი აქცენტები გაკეთდება ამაზე მომავალში. ჩვენ გრძელი სია გვაქვს საკითხებისა, რომლებიც უნდა შესრულდეს და იმედიანად ვრჩები იმ მოსაზრებებისგან რასაც ვიღებ ქვეყანაში ამ შეხვედრებზე. ძალიან ძლიერია მხარდაჭერა დემოკრატიის მიმართ და ვხედავ ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებასა და ერთგულებას, საქართველო დგას ტრანსფორმაციის გზაზე და ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას ამაში. გვინდა, რომ ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა და ყველა სხვა დემოკრატიული პროცესი იქნას მხარდაჭერილი,“- აღნიშნა ვარჰეიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი