თავდაცვის სამინისტროში SNGP-ის ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს
08-07-2021, 11:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

 

 

ელჩებსა და სამხედრო ატაშეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით მიმართა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე და ამ კუთხით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით SNGP ინიციატივები წარმატებით ხორციელდება. მან მადლობა გადაუხადა აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენელებს ექსპერტული რჩევებისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის.

 


თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისა და დიპლომატების შეკრების მთავარი მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების, ასევე განახლებული პაკეტის შესახებ მსჯელობა იყო. მინისტრის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმაც მიმართა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობაზე. ლელა ჩიქოვანმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების საქმეში SNGP-ის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის: ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაზე (DIBS), საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების, ასევე სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე და სხვა.

 


ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა განახლებული SNGP-ის გამოწვევებსა და საჭირო რესურსებზე ისაუბრა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ კი, დიპლომატებს საქართველოს სამხედრო წვრთნების შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 დეპარტამენტის წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა ივანე ბუჩუკურმა საქართველოს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი