თბილისში ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება
08-07-2021, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 


„ავტობუსების განახლების პროგრამა უკვე დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურება. ასევე,დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლების და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პირველი 300 ერთეული მიკროავტობუსი, სადაც კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ავტობუსები გამოესყიდა. მინდა, დადასტურებულად გითხრათ, რომ პირველი ივლისი იყო ის თარიღი, როდესაც უნდა დასრულებულიყო ჩვენ მიერ შეძენილი 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვა. კომპანიამ ეს მიკროავტობუსები გამოისყიდა იმ ღირებულებით, რა ღირებულებითაც ჩვენ შევიძინეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი და კომპანია ჯამში კიდევ 700 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდიან.

 


„მიღებული თანხებით ვაპირებთ, კიდევ დამატებით შევისყიდოთმიკროავტობუსები. კომპანიას აქვს ვალდებულება, შეიძინოსდამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი.საერთო ჯამში, ეს ახალი შესყიდვა არის 700 ერთეული. 300 უკვე ნაყიდი გვყავს და ჯამში, 1000 მიკროავტობუსი წლის ბოლოდან უკვე მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. წლის ბოლოდან ქალაქში აღარ იმოძრავებს არცერთი ძველი, ყვითელიმიკროავტობუსი, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა ადამიანებისთვის, თუნდაც თავისიგამონაბოლქვით. შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი, რომელიც ძალიან დიდი იყო ჰაერის დაბინძურებაში, წლის ბოლოდან ეს პრობლემა მოგვარებული იქნება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება. იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის, მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ ამ მიმართულებით, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი