თბილისის ორ დიდ რაიონში, ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამგორის რაიონის ობიექტზე კონტრაქტორი კომპანიის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, თბილისის მერია ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს,დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი ტენდერს გამოაცხადებს.
„შპს „ალიანსს“ სამგორის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადად 610 კალენდარული დღე, დასრულების თარიღად კი 2021 წლის 17 ივნისიგანესაზღვრა. აღნიშნულ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სრული ღირებულების 25% -დაახლოებით, სამი მილიონი ლარი, რათა მოეხდინა მობილიზება და შეკვეთაწინასწარ გაეკეთებინა.პანდემიის დროს გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, კომპანია სარგებლობდა ყველა შეღავათით და დახმარებით მუნიციპალიტეტის მხრიდან, თუმცა, მან ვერ შეძლო სამუშაოებიდროულად ეწარმოებინა. გარდა ამისა, ობიექტზე მუდმივად ფიქსირდებოდა მუშახელის და მასალების სიმცირე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ასევე, არაერთხელ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია. დღეის მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ სამუშაოები დასრულებული იყოს, სამუშაოების ღირებულების 28%-ია ათვისებული. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობასმიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ, სადაცსამშენებლო პროცესი პროექტისადა გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზედასრულდება. ეს ყოველივე მოწმობს, რომ მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, კეთილსინდისიერი კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის პროექტებიშეუფერხებლად ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.