ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ალანა არმიტაჯის შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებასა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოებაც.
მინისტრმა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის დირექტორს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გაერო-ს მოსახლეობის ფონდი დიდ დახმარებას გვიწევს, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ასევე დედათა და ბავშვთა სერვისების განვითარების საკითხებშიც. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც რეპროდუქციული უფლებების რეალიზებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუქციული სერვისების გაუმჯობესების ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონებისთვის გაკეთდა“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
„განვიხილეთ გაერო-ს მოსახლეობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა. ვისაუბრეთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე. ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ბევრი მიმართულებით აქვს პროგრესი“, – განაცხადა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა, ალანა არმიტაჯიმ.
შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი ჰასან მოჰტაშამი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.