ჯუანშერ ბურჭულაძე: „ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“
09-07-2021, 14:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს ღონისძიებაზე, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის დასრულებას მიეძღვნა.

 


თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა მისიაში პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარი.

 


ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2004 წლიდან, ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მან მშვიდობისმყოფელებს მისიიდან დაბრუნება მიულოცა და ათასობით სამხედროს, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა როტაციის დროს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 


თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის მანძილზე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს საბრძოლო გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა თავდაცვის ძალების დონე. მან პატივი მიაგო ქართველი გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფასა და ტერორიზმთან ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს; ასევე, მადლობა გადაუხადა მისიის შესრულებისას დაჭრილ-დაშავებულ ასობით ქართველ სამხედროს. მისივე განმარტებით, ჩვენი სამხედროების მაღალი რეპუტაცია, მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

 


„საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად, შეასრულოს ყველა დაკისრებული ამოცანა მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით“, - აღნიშნა მინისტრმა.

 


ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვა: „გპირდებით, რომ არ დავზოგავთ თავს და განვაგრძობთ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ზრუნვას. გპირდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე შეგიქმნათ საცხოვრებელი და სხვა სოციალური გარანტიები. გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი