აშშ-ის საელჩო საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთიდან სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებას ულოცავს და მიინევს, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს ნატო-ს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას.
„ვულოცავთ საქართველოს 32-ე ქვეით ბატალიონს სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებს. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც აღნიშნავს ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულებას. გასული შვიდი წლის განმავლობაში სულ 7 078 ქართველმა ჯარისკაცმა გაიარა წვრთნები და იმსახურა აშშ-ის საზღვაო ქვეითების მხარდამხარ. აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებისთვის პატივი იყო, ემსახურათ ქართველ თანამებრძოლებთან ერთად, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციებში სიცოცხლეს რისკავენ და რომლებიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას განასახიერებენ“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.