ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდი ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ბაღდათის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ბაღდათის კულტურის ცენტრის ეზოში კომპოზიტორის ბიუსტი გახსნა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დღესვე, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ქართული ხმების“, „ჩვენი კვარტეტის“, ასევე ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს.
,,ბედნიერებაა იყო იმ ქვეყნის და იმ კუთხის შვილი სადაც დაიბადა რევაზ ლაღიძე. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა გუშინ და დღეს ბაღდათში მისი 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ჩვენთვის და თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია მისი სახელის უკვდავყოფა. სახელმწიფო და ჩვენი თანამოქალაქეები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ასეთი მამულიშვილების სახელი იყოს წარუშლელი", - განაცცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მუნიციპალიტეტში მეორე დღეა რევაზ ლაღიძის იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება ეწყობა.
9 ივლისს ღონისძიების ფარგლებში რევაზ ლაღიძის სახელობის ბაღდათის კულტურის ცენტრში, საქართველოს პატრიარქის სახელით, ცნობილი საერთაშორისო სააღდგომო მე-16 ფესტივალის გაიმართა. საიუბილეო კონცერტის ეგიდით ბაღდათს ეწვია ფესტივალის საპატიო სამხატვრო მრჩეველი, ამერიკაში მცხოვრები ცნობილი პიანისტი და ბოსტონის New England Conservatory-ს პროფესორი ალექსანდრე კორსანტია. ასევე, საიუბილეო საღამოში მონაწილეობა ქუთაისის ოპერის სიმფონიურმა ორკესტრმა მიიღო.
ლაღიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ბაღდათში ყოველ წელს გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.