ვნახეთ, რომ სცადეს, ტრაგედია გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით მიღწევას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, გითხრათ ჩემი შეფასება ამ დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასოდეს შედგება ჩვენს ქვეყანაში. ეს ტრაგედია, ვნახეთ, რომ სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით მიღწევას. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ლექსო ლაშქარავა, ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი, პოლიციამ უკვე დააკავა ოთხი პირი. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ვგმობთ და ყოველთვის დავგმობთ, ხელს შევუშლით ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაამატა: „ყველა მოძალადე მთელი სიმკაცრით დაისჯება. პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.