ირაკლი ღარიბაშვილი: გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი
12-07-2021, 11:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთ სამინისტრო აქტიურად მუშაობს, გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში.

 

 

„მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთ სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. ამას გარდა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარდა ამისა, ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში, იმისათვის, რომ არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი