ირაკლი ღარიბაშვილი: გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი
12-07-2021, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ მოხდა თავდასხმა მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე.

 

 

„გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთე შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდ გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავი დაავიწყდება ამ ქვეყნაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი