რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც კიევიდან მართავს პროცესებს. მას აქვს მედიასაშუალებები და ფული. ზუსტად ამ ორი რესურსის წყალობით ის ახერხებს ამ დაჯგუფებების ლიდერობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ანტიქრისტიანულ დაჯგუფებებს საქართველოში სწორედ სააკაშვილი ხელმძღვანელობს.
„ეს რეალობაა, მას რამე განსაკუთრებული ნიჭი კი არ აქვს ამისთვის, მას აქვს მედია და ფული, რითაც ახერხებს ვითარების კონტროლს ამ დაჯგუფებების შიგნით. თუმცა, მას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ეს ქვეყანა არიოს. რაც კი არეულობა იყო ჩვენს ქვეყანაში გასული წლების განმავლობაში, ყველაფრის უკან იდგა ეს ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა. ისინი პასუხს ქართული საზოგადოებისგან არჩევნებზე მიიღებენ და ეს „ქართული ოცნების“ მორიგი გამარჯვება იქნება.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული მიტინგი. დღეს იგივეს იმეორებენ. არაფერი კავშირი არ აქვს მედიამენეჯმენტთან არც ჭუტას, არც ნოდარ მელაძეს, არც გვარამიას და არც მათ ამფსონებს. ისინი არიან ჩვეულებრივი რადიკალური ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები. საზოგადოება მათ პასუხს არჩევნებზე გასცემს. ისინი გამოვიდნენ მუქარით, რომ პარლამენტს არ ჩაატარებინებდნენ სხდომას. ბუნებრივია, ამ მუქარაზე მათ სათანადო პასუხი მიიღეს. ჩვენ ვერავის მივცემთ სხდომის არჩატარების საშუალებას. მომავალშიც თუ იგივეს გააკეთებენ იგივე იქნება. ვატო წერეთელს ვუთხარი, რომ ამორალურია, როდესაც შემოვიდა სხდომათა დარბაზში. მან აქცენტი მეორე სიტყვაზე გააკეთა, თუმცა ძალიან ჭკვიანურად მოიქცა, როდესაც პირველ სიტყვაზე არ გააკეთა აქცენტი. მისთვის მთავარი ეპითეტი ამორალურია. ეს არის ამორალური კაცი, რომელიც გუშინ საკუთარი კოლეგის სიკვდილზე ცდილობდა პოლიტიკური ქულების ჩაწერას. ამაზე მეტი ამორალური ქმედება არ არსებობს. ეს არის ჭუტა, რომელიც არის ფსკერზე დაბლა თავისი ყველა პარამეტრით“, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.