72-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა სამხრეთ აფრიკაში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ჯეიკობ ზუმას დაპატიმრებას არეულობები მოჰყვა. 10 ადამიანი სავაჭრო ცენტრის, „სოვეტოს“ ძარცვის დროს ჭყლეტის შედეგად გარდაიცვალა.
გასულ კვირას დაწყებული არეულობების შემდეგ, სამხრეთ აფრიკის ქუჩებში პოლიციასთან ერთად სამხედროებიც არიან განლაგებული.
სამხრეთ აფრიკის პოლიციის განცხადებით, ჯამში 1 234 ადამიანია დაკავებული.
სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, მას შემდეგ, რაც სასამართლოზე გამოუცხადებლობის გამო მსჯავრი დასდეს, პოლიციას რამდენიმე დღის წინ ჩაბარდა და 15-თვიან პატიმრობას ციხეში მოიხდის.
მანამდე პოლიციამ გააფრთხილა იგი, რომ დააპატიმრებდა, თუკი თავად შუაღამემდე არ ჩაბარდებოდა მართლმსაჯულებას.
79 წლის ზუმას პატიმრობა სასამართლოში გამოუცხადებლობის გამო მიესაჯა. მასზე საქმე კორუფციის ბრალდებით არის აღძრული. მანამდე სამხრეთ აფრიკაში ყოფილი პრეზიდენტი არასდროს გაუსამართლებიათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
გერმანიის მმართველი კოალიცია კრიზისშია მას შემდეგ, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა საკვანძო მინისტრი გადააყენა და განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისში მისი მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად კენჭისყრა გაიმართება.