თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გვიან ღამით "ქართული ოცნების" საგარეჯოს საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა და თავად აჯამებდა უბნებიდან მოტანილ ოქმებს. ამის დამადასტურებელი ფოტოები და ინფორმაცია მან Facebook -ით თავადვე გაავრცელა.
"ჩემი ხელით შემყავს ოქმები, არავის ვენდობი. არჩევნები მომნატრებია. თამარ ხიდაშელი შენ ხარ ოქროს გოგო.
P.S. ზოგი რა საცოდავია, რა იფიქრეთ, რომ ცესკოში ვარ თუ საოლქოში? საკუთარ შტაბში ვარ, ვინაც არაფერი იცით ყველას ყავს საკუთარი წარმომადგენელი უბნებზე, ასევე კომისიის წევრები, მერე იმათ მოაქვთ ოქმების ასლები შტაბში როდესაც მთავრდება უბანზე ყველაფერი, ასე ხდება ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და მერე ყველას შეუძლია ვისაც მათემატიკა ასწავლეს ეს ყველაფერი შეკრიბოს, გამოაკლოს და ასე ...
ხოდა კიდევ არის ასეთ პროგრამა, Excell ქვია", წერს თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.