საქართველოში Pfizer-ის ვაქცინაზე რეგისტრაციის ასაკი 16 წლამდე დაიწევს
14-07-2021, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ პარტიაზე რეგისტრაციის ასაკი 18-დან 16 წლამდე დაიწევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 


„ამ ეტაპზე ჯავშნები იქნება 18 წლის ზემოთ, მაგრამ იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უკვე არსებობს, რომ Pfizer-ზე ასაკი დაიწევს 16 წლის ზემოთ. ეს გაფორმდება მომავალ კვირის განმავლობაში მინისტრის ბრძანებით და უკვე მეორე პარტია რომ შემოვა ქვეყანაში, იქ უკვე ასაკი იქნება 16 წლის ზემოთ. ზედა ზღვარი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, ქვეყანამ ამ ეტაპისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა მიიღო, ვაქცინის დარჩენილი პარტიები კი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა.

 


გამყრელიძე განმარტავს, რომ 28 000 დოზა ორად გაიყოფა და მეორე ნაწილი პირველადი დოზით აცრილ მოქალაქეებს შეენახებათ.

 


„გუშინ გვიან ღამით ქვეყანაში შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „ფაიზერს“ შორის ბილატერალური ხელშეკრულების შედეგად მივიღეთ. დღეს სამი საათიდან დაიწყება ჯავშნების გაკეთება „ფაიზერზე“, 16 ივლისიდან კი აცრები. ეს არის პირველი პარტია მილიონდოზიანი ხელშეკრულებისა, ხოლო მეორე ან მესამე პარტია თანდათანობით უკვე ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს. წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით „ფაიზერის“ მილიონამდე დოზა უნდა გვქონდეს. მოგეხსეენებათ, დამატებით „ფაიზერი“ იქნა გამოყოფილი აშშ-ის მხრიდან დონაციის ფარგლებში, რომლის კონტრაქტის დაზუსტებაც სწორედ ამ დღეებში მიმდინარებს. მალე გახდება ცნობილი, ჩვენი ქვეყნა ამ ვაქცინების რამდენ დოზას და როდის მიღებს აშშ-სგან. ამ ეტაპზე შემოსულია 28 000 დოზა, რომელიც გაიყოფა ორ ნაწილად“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. „ფაიზერით“ ვაქცინაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი