საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
14-07-2021, 14:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები აიცრნენ.

 


თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების პერსონალის ვაქცინაცია გორში მდებარე სამხედრო ჰოსპიტალსა და ქუთაისის სამედიცინო ცენტრში ეროვნული გეგმისა და შიდაუწყებრივი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. დამატებით განხორციელდა საერთაშორისო მისიებსა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილე პირადი შემადგენლობის ვაქცინაცია. ამჟამად უკვე ვაქცინირებულია თავდაცვის სამინისტროს პერსონალის 17%.

 


საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები შეიქმნება. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას შესაბამის ლოკაციებზე უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის წესების შესაბამისად.

 


აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან კოორდინაციითა და თანამშრომლობით მიმდინარეობს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი