სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დამალაში ახალი რეაბილიტირებული კულტურის ცენტრის შენობა გახსნეს.
პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას: მეთლახის და ხის იატაკის, კარ-ფანჯრების, შეკიდული ამსტრონგის ჭერის, ბეტონის სარინელის და ბაზალტის ბორდიურები მოეწყო. გაილესა და შეიღება შიდა ოთახები. დამონტაჟდება თეატრალური სკამები.
აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 224777 ლარს.
პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 15-მდე ადგილობრივი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.