ჯუანშერ ბურჭულაძე საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს შეხვდა
15-07-2021, 11:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული “მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბერძენმა კოლეგამ უმასპინძლა.

 


შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნიკოლას პანაგიოტოპოულისმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო ისტორიული, საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირები ხაზგასმით აღნიშნეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. საბერძნეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

 


შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ პროცესში ნატოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობისა და ღონისძიებების მიმართულებებს განსაზღვრავს, ხელი მინისტრებმა მოაწერეს.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ ათენში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი