თავდაცვის მინისტრის საგარეჯოს შტაბში ჩასვლასა და მის მიერ ოქმების შეჯამებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოცილაურ ქსელებში, თუმცა მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ხიდაშელის ამ ნაბიჯს უარყოფითად აფასებს.
"ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გაერთიანებულ შტაბში რუკებთან უნდა იჯდეს და არა საგარეჯოს მაჟორიტარის საარჩევნო შტაბში ბიულეტენებთან", წერს Facebook- ის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლადო მესხი.
"თინა სამუდაოდ შეაზიზღე ხალხს თავი. შენს შვილებს წინ დახვდებათ დედ-მამის საქმენი საგმირონი"- ამას კი მაიკო შუბლაძე წერს.
"რა აზრი ქონდა არჩევნებს, თუ თავდაცვის მინისტრი თავისი ხელით შეიყვანდა ოქმებს. ამ არჩევნებით ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთი მინუსი ჩაიწერა", -წერს ლევან შიოშვილი.
"ჩემი ხელით შემყავს ოქმები, არავის ვენდობი. არჩევნები მომნატრებია. თამარ ხიდაშელი შენ ხარ ოქროს გოგო", ეს სიტყვები კი თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს ეკუთვნის.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.