საქართველოს სატრანზიტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს სამხედრო ატაშეები და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები გაეცნენ
15-07-2021, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებსა და ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებს საქართველოს, როგორც „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა“ და ნატოს სტანდარტებთან თავსებადი ლოჯისტიკის შესაძლებლობები გააცნეს.

 

 

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მზადყოფნა, უზრუნველყოს მოკავშირეების ჯარებისა და აღჭურვილობის საქართველოს ტერიტორიაზე მიღება, განთავსება ან ტრანზიტი საერთაშორისო სწავლებებისა და მისიების ფარგლებში, რაც მათი განცხადებით ემსახურება პრინციპს - “მეტი ნატო საქართველოში“.

 


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ლარს უკერვიცმა სტუმრებს საქართველოს „მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის“ მეშვეობით, ავღანეთიდან გერმანული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცედურების ეფექტიანად და სწრაფად შესრულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გერმანელი დიპლომატის თქმით, ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ძალების ტრანსპორტირებისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებდა.

 


ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიიდან ალიანსის შენაერთების შეუფერხებლად გამოსვლის მხარდაჭერის მიზნით, მოკავშირეთა ძალებისა და შეიარაღების საქართველოს გავლით ტრანზიტი საქართველომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყო. სატრანზიტო მხარდაჭერის პროცესში, ქართული მხარე გერმანიის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის, მათ ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების, ნატოს პერსონალისა და კონტრაქტორი პირების განთავსებასა და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო და სხვა სახის მხარდაჭერასაც უმაღლეს დონეზე ახორციელებდა.
საქართველოს ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარება ნატოსა და სტრატეგიული პარტნიორების აქტიური მხარდაჭერით, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი