ირაკლი ღარიბაშვილი: კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, რომელიც დღეს კიევის ქუჩებში ხდება
19-02-2014, 14:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს ტრაგედიაცაა.

 


"ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო. კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, რომელიც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. უკრაინაში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც დიდ მსხვერპლი მოჰყვა, ჩვენი ტრაგედიაცაა, მით უფრო, რომ დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ღარიბაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს და თანაგრძნობას უცხადებს.

 


მისი თქმით, კრიზისის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა დაუშვებელია და მხარეებმა დიალოგით უნდა იპოვონ გამოსავალი.

 


"ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას, რადგან იგი ვალდებულია, არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე.

 


ვუერთდები დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას, რომ შეჩერდეს ძალადობა და მხარეებმა დიალოგის მეშვეობით გამონახონ არსებული მწვავე კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების გზები", - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 


ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაც და ხალხიც სიბრძნეს გამოიჩენს და მოვლენების კიდევ უფრო ტრაგიკულად განვითარებას არ დაუშვებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი