ამ თინათინ ხიდაშელს მინდა ვუთხრა, რომელიც დროშებით დარბის, მაგ დროშებით წაბრძანდები - ეს განცხადება, ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერში, სატელეფონო ჩართვისას "პატრიოტთა ალიანსის" საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. ინაშვილმა თავდაცვის მინისტრი არჩევნების გაყალბებაში პირადად დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოითხოვა.
"რაც შეეხება იორმუღანლოს, წარმოუდგენელი , რომ თორმეტივე უბანში მე წავაგე. დარღვეულია ბალანსი, მე 25 ხმა მაქვს იმათ 300. მარტო ერთ ქორწილში, სადაც ვიყავი, 500 კაცი ტაშს მიკრავდა, როგორ ავიღე იმ სოფელში 20 ხმა. ჩაიყვანეს ზონდერები, ჩაიყვანეს ბაქოდან სტუდენტები, ჩამოიყვანეს მარნეულიდან სრულიად უცხო ხალხი. მიდიოდა მასობრივი გაყალბება იორმუღანლოს საარჩევნო უბნებზე. რა გამოდის, რომ ჯარმა და აზერბაიჯანულმა სოფლებმა მოუგეს საგარეჯოელებს? თქვენ იცით რა ხდება საგარეჯოში? ხალხი ფეხზე დგას, ტირის ხალხი. ყველა სოფელი ტირის და რატომ უნდა წაართვა ეს არჩევანი ამ ხალხს, რა დააშავა ამ ხალხმა. ამ ხელისუფლებას ვეუბნები, ეს არის თქვენი ქართული ოცნება? მე მოვითხოვე თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენება. ამ მოთხოვნას ჩვენ გავაძლიერებთ ხვალიდან, არავის არ ეგონოს, რომ მარტო სასამართლო გზით ვიმოქმედებთ. "რესპუბლიკური პარტია" ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" 2 და მიხეილ სააკაშვილმა ორმა მოგვიგო დღეს არჩევნები,"-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.